logo
ENG



"ჩემი პატიმრობით 2021 წელს ხელისუფლებამ თავისი ამოცანა შეასრულა, ბოიკოტი გატეხა" - მელია

07 სექ 202316:50
3 წუთის საკითხავი
 
"ჩემი პატიმრობით 2021 წელს ხელისუფლებამ თავისი ამოცანა შეასრულა, ბოიკოტი გატეხა" - მელია
ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა მელია სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი საქმე დღემდე "თაროზე დევს". ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ "ბრძოლა საქართველოს გამარჯვებით დასრულდება".

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჩემი დაჭერის დროს, ადამიანის უფლებების დარღვევის ნაწილს შეეხება:

არ გადავიხადე გირაო, ბრალისათვის რომელიც სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და პოლიტიკურად მოტივირებული. დღემდე ევროკავშირის გირაოთი ვარ თავისუფალი, ჩემი საქმე კი დღემდე თაროზე დევს, საქმე რომელშიც რაიმე მტკიცებულების თუნდაც ფაბრიკაცია რომ იყოს შესაძლებელი, აუცილებლად დიდი ხანია ისევ დამიჭერდნენ.

ჩემი პატიმრობით 2021 წელს ხელისუფლებამ თავისი ამოცანა შეასრულა, ბოიკოტი გატეხა და მოპარული არჩევნების ლეგიტიმაცია გააკეთებინა მავანს, ვინ შერბოდა პარლამენტში პირველი და ვინ მეორე, კარგად გვახსოვს. არ მივიღე ამნისტია საქმეზე სადაც არაფერი დამიშავებია, ვატარებდი და გავატარებ ქართველი ხალხის ინტერესს, რომელმაც არ მიიღო გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სკამში, არ მიიღო ლავროვის ოჯახის ზეიმი, არ და ვერ მიიღებს რუსულ ხელისუფლებას და სვლას რუსეთისკენ.

საქმე კი დევს თაროზე, შემდეგ "საჭიროებამდე", ასეთია ოცნების "სამართალი". ბრძოლა დასრულდება საქართველოს გამარჯვებით და რუსული რეჟიმის დამარცხებით - გამარჯვება კი იქნება ქართული ინტერესის ასახვა და ეროვნული მთავრობის ყოლა", - წერს მელია.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე, ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ და მის მიმართ დარღვევა არ დაადგინა.

კერძოდ, როგორც სტრასბურგის განმარტებაშია აღნიშნული, მელია დაობდა კონვენციის ორ მუხლს, მე-5-სა და მე-18-ს. მათი ცნობით, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ არ დარღვეულა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, ასევე, უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები.


close დახურვა